ამირან გამყრელიძე – თბილისში კორონავირუსზე ტესტირების ჩასატარებელი პუნქტების რაოდენობა გაიზრდება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში გაიზრდება იმ პუნქტების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სიას აფთიაქებიც დაემატოს, თუმცა ამისთვის შენობაში შესაბამისი სივრცე უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე თბილისში სპეციალური პუნქტი არსებობს. მათ შორის კლინიკები და ამბულატორიები.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ჰყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში საკმაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი