ამირან გამყრელიძე : ვთხოვ საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია

ავტორი: თიკო ნოდია

“ვთხოვ საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია”, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ როგორც ეკლესიის შიგნით, ისე მის გარეთ პირბადის ტარება აუცილებელია.

„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია – ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია – იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. ასევე დაინფიცირდა მეუფე სპირიდონი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი