ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

ავტორი: სალომე კახეთელიძე

 

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შევიდა.  ხომალდი ნატო-ს მისიის ფარგლებში შავ ზღვაში რეგულარულ პატრულირებას ჩაატარებს – ამის შესახებ განცხადებას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი ავრცელებს.

„დონალდ კუკმა“ დაიწყო შესვლა შავ ზღვაში. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების გემი მეშვიდედ შევიდა შავ ზღვის რეგიონში. აშშ-ის ფლოტის ხომალდები რეგულარულად პატრულირებენ შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად!“ – ნათქვამია განცხადებაში.

gio

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი