“ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო’’ – გია ჯაფარიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ალბათ, არც მსოფლიო იქნება ისეთი, როგორიც იყო.’’ – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის ფაქტს აშშ-ს კაპიტოლიუმში ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში.

მისივე თქმით, აშშ-მ უნდა მოახერხოს და დაამარცხოს არაბუნებრივი რადიკალიზმი და მისი გამომწვევი მიზეზები.

‘’იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები იპოვის ძალებს, რომ ერთის მხრივ, აშშ-სთვის ძალიან არაბუნებრივი რადიკალიზმი დაამარცხოს და მეორეს მხრივ, დაამარცხოს ის მიზეზები, რომელიც ამ რადიკალიზმს იწვევს.” – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი