“ამაღელვებელია, რომ ოქსფორდის ვაქცინა ცდების დროს ასეთი ეფექტური აღმოჩნდა” – ბორის ჯონსონი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„წარმოუდგენლად ამაღელვებელია სიახლე იმასთან დაკავშირებით, რომ ოქსფორდის ვაქცინა ცდების დროს ასეთი ეფექტური აღმოჩნდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემოწმებები ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ შედეგები ფანტასტიკურია. ყოჩაღ ჩვენს ბრწყინვალე მეცნიერებს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-სგან და ასევე ცდებში მონაწილე მოხალისეებს” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რომელიც ოქსფორის უნივერსტეტში შეიქმნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი