ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება

ავტორი: კახი კახეთელიძე

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება.

„კითხვა „დავბრუნდე თუ არა“ არასდროს დამისვამს. უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს დამიტოვებია ქვეყანა. 17 იანვარს სახლში ვბრუნდები“, – დაწერა ალექსეი ნავალნიმ Twitter-ზე.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი