„ველოდები, რომ ხელისუფლება სიტყვას შეასრულებს” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, პარლამენტში არ შევა, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.
„11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ არც მე და არც ლევანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.