აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აღდამის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღდამის რაიონში შესვლა აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე აღდამის რაიონი 20 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.