ავღანეთში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავტორი: ნანა წულაია

ავღანეთის უშიშროების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო.

„როიტერის ინფორმაციით, ალ-მასრი, რომელიც ალ-ქაიდას რიგით მეორე ლიდერი იყო, ღაზნის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ალ-მასრის ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებასა და აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულების გამო აქვს წაყენებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი