“საერთაშორისო მგზავრებს უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმფრინავის ბორტზე არ დაიშვებიან” – ამის შესახებ ავიაკომპანია Qantas-ის დირექტორმა, ალან ჯოისმა განაცხადა.
აღნიშნული წესი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ვაქცინაცია მსოფლიოს მასშტაბით დაიწყება. რამდენიმე დღის წინ, ჯოისმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო, მისმა ავიაკომპანიამ 2020 წელს 2 მილიარდზე მეტი იზარალა, რაც Qantas-ის 100–წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა.