ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვირუსის მუტირებული ვარიანტი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში ჩასულ ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა. ორივე ინფიცირებული ახლა კარანტინში იმყოფება.

გაერთიანებულ სამეფოში ვისურის ახალი სახეობა გასულ კვირას აღმოაჩინეს. მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლა შეზღუდა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი