„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდამ კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში დაბრუნდა. თუმცა მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.