ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევენ

ავტორი: ნანა წულაია

იმ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებთ, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევენ. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლების გაფრთხილებას „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიკოსების გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ ბრიტანეთში ორ მოქალაქეს ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქციები დაეწყო.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა გუშინ დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი