„ადამიანებმა, რომლებმაც კაცობრიობაზე გავლენა მოიპოვეს, ვირუსის გავრცელების გზით მთელი მსოფლიოს დამორჩილება შეძლეს“-ზვიად ტომარაძე

ავტორი: შორენა პირველი

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებასთან ერთად საზოგადოებაში სულ უფრო მწიფდება აზრი იმის შესახებ, რომ გლობალისტური ძალები პლანეტაზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. წლის ბოლოს გაჩენილი ვირუსის ახალი შტამი ევროპის რიგ ქალაქებში საშობაო ღონისძიებების გაუქმების მიზეზიც კი გახდა. პარალელურად აქტიურდება საუბრები საყოველთაო, სავალდებულო ვაქცინაციაზე, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პროტესტის მიზეზი ხდება. ანალიტიკოსი ზვიად ტომარაძე თვლის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კაცობრიობაზე გავლენა მოიპოვეს, ვირუსის გავრცელების გზით მთელი მსოფლიოს დამორჩილება შეძლეს. „ეს ძალები შეეცდებიან შანსი ხელიდან არ გაუშვან და მთელი მსოფლიო დამონებული ჰყავდეთ,“- აცხადებს ანალიტიკოსი.

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მსოფლიოს გამოწვევებზე Neopress-ზვიად ტომარაძე ესაუბრება:

-ბატონო ზვიად, ურთულესი წლის ბოლოს კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. საშობაო ღონისძიებები გაუქმდა ლონდონსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენი აზრით, რა პროცესების მოწმე ხდება კაცობრიობა?

– მე ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს იყო ხელოვნური ვირუსი და დროთა განმავლობაში გამოჩნდებოდა, ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება. მაშინ ძალიან ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ჩემს მოსაზრებას, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ხელოვნური ვირუსის გავრცელებასთან გვაქვს საქმე.  გარდა ამისა, ძალიან ბევრი ცდილობს შექმნილი ვითარებით ხელი მოითბოს, სახელმწიფოები იქნება ეს თუ ფარმაცევტული კომპანიები. ვირუსს ასევე მოსახლეობის კონტროლისთვის იყენებენ.   საზოგადოება მიხვდა, რომ არც ისეთ საშიშ ვირუსთან გვქონდა საქმე, როგორადაც  ამას წარმოაჩენდნენ. ყველას გვახსოვს კადრები, ჩინეთში, ქუჩებში ხალხი ძირს როგორ ეცემოდა. ეს ტელემედიით სპეციალურად შეფუთეს და პანიკაც დაიწყო. ამ მავნებლებმა ძალიან კომფორტულად იგრძნეს იგრძნეს თავი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა ცდილობენ  ვირუსის ახალ-ახალი  მუტაციები და შტამები მოიგონონ, რომ ვაქცინა გაასაღონ. აი, ამ პროცესებთან გვაქვს საქმე.

-საქართველოში  დღე-ღამის განმავლობაში  30-დან 50-მდე ადამიანი იღუპება. რატომ თვლით, რომ კოვიდი არ არის საშიში?
-ვირუსი საშიში როგორ არ არის, მაგრამ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის სეზონური გრიპებიც საშიშია. ყოველწლიურად შვიდასიათასი ადამიანი იღუპება მსოფლიოში სეზონური გრიპებისგან. კოვიდი, რა თქმა უნდა, სეზონურ გრიპებზე ძლიერი ვირუსია, მაგრამ საქმე ისაა, რომ სიტუაციას ხელოვნურად კიდევ უფრო ამძიმებენ  და აბუქებენ. მთელი მსოფლიო სახლებში გამოკეტეს, აი, ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კოვიდი არ არსებობს ან არაფერია. რა თქმა უნდა, სეზონურ ვირუსზე უფრო მძიმე ვირუსია.

სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი  1%-ზე დაბალია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი ისე ხატვდა, თითქოს სიკვდიალიანობა 3%-დან 4 %-მდე იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ბატონმა ცერცვაძემაც განაცხადა, რომ 125 ადამიანში 1 იღუპება.

-კოვიდის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ვაქცინაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპროტეტებენ. იზიარებთ თუ არა აზრს, რომ კოვიდ 19 არის ერთგვარი  პროექტი, შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ?

-ეს რომ გარკვეული შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო სახლებში გამოკეტეს. არის სრულიად უაზრო შეზღუდვები, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. გადამეტებული პანიკა და სტრესი გაცილებით უარესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

-…და რა ძალები დგანან ამ შეთქმულების უკან? გლობალისტებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებზე რას გვეტყვით მთელ ამ პროცესში?

-მათაც ვგულისხმობ და არა მარტო მათ, იგივე ფარმაცევტული კომპანიები. აშშ-ში ულტრალიბერალურ დაჯგუფებებს, ასევე ჩინეთს, რომელიც მსოფლიო ჰეგემონიას ესწრაფვის, საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. ცრუპანდემიას იყენებენ შეერთებული შტატების არჩევნებისთვისაც. ეს ძალები გაერთიანებულები არიან, ერთი მთლიანი ჯაჭვია, მრავალმხრივი დივიდენდების მომპოვებელი კატეგორიაა, ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს ვირუსის გამოყენებას.  ძალიან ბევრი ფაქტორია, ზოგი ხელისუფლება მაგალითად, ვირუსს  იმისთვის იყენებს, რომ ხალხი მორჩილებაში ჰყავდეს.

-საითკენ მიდის ეს ყველაფერი, საბოლოო მიზანი რა არის?

-სანამდედაც გაუვათ, გაუვათ, მათი საბოლოო მიზანი ახალი მსოფლიო წესრიგია და მოსახლეობაზე სრული კონტროლის დამყარება. ამისთვის მთელი მსოფლიო გააჩერეს, რაც ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს.  გაერომაც განაცხადა, რომ მსოფლიოში კრიზისია მოსალოდნელი და  შეჭირვებული მოსახლეობის სიკვდილიანობა გაიზრდება. ეს, როგორც ორჯერ ორი- ოთხია. გარდა ამისა, ადამიანებს ფსიქიკა უზიანდებათ, იქნება მომატებული სუიციდი, ფსიქოლოგიური აშლილობები, დეპრესია და ა. შ.   ჩაკეტილ გარემოში, სტრესსა და შიშში ადამიანი ვირუსის მიმართაც უფრო მოწყვლადია, იმუნიტეტი უქვეითდება,  სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის. გარდა ამისა, როდესაც ქვეყნები ღარიბდებიან, იწყება ომები,  მოსახლეობის ყურადღება სიღარიბიდან  გადააქვთ და კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობენ.

-ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი პოლარიზებულია. ერთი ნაწილი მას ხსნად აღიქვამს, მეორე ნაწილი კი უნდობლობის გამო კატეგორიული წინააღმდეგია. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

– როდესაც ზოგადად, ვაქცინაციაზეა საუბარი, მედიცინას დადებითი კუთხით ვუყურებ. ვაქცინას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი  მოსახლეობის ჯანმრთელობის საქმეში, თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში მე ეჭვი მიჩნდება. ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება და როდესაც ძალიან ბევრ ხელოვნურ საკითხთან გვაქვს საქმე, ისმის კითხვა, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ვაქცინა? სრულიად კეთილი მიზნებიც რომ ჰქონდეთ და მართლაც ადამიანის ჯანმრთელობისკენ იყოს მიმართული, რამდენად არის დროში გამოცდილი და ექნება თუა არა უკურეაქცია? აი, ამაშია საქმე. მთელს მსოფლიოშია დაწყებული კამპანია ვაქცინაციის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ ათეულ ათასმა ჰოლანდიელმა, მათ შორის ექიმებმა და მედდდებმა ვაქცინა გააპროტესტეს. მთელ მსოფლიოშია დაწყებული წინააღმდეგობა. ვაქცინა კანდაში სამხედროებმაც გააპროტესტეს.

-აქ  ისიც არის გასათვალისწინებელი, ნებაყოფილობითი იქნება ვაქცინა თუ სავალდებულო?

-რა თქმა უნდა… მიმაჩნია, რომ  აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს. გათვალისწინებული უნდა იყოს  იმ ადამიანების აზრი, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ უნდა. გარდა ამისა, ერთი ძალიან მარტივი კითხვაც ჩნდება, როდესაც საუბარია ვირუსის მუტაციაზე, ვაქცინაციას რამდენად ექნება აზრი? ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინასთან ერთად ნიღბის ტარება მაინც  მოგვიწევს,  პირბადე და დისტანცია კი ჩვეულებრივ დარჩებაო.

-აღსანიშნავია ისიც, რომ მუტირებული ვირუსი ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ გაუსწრებს  ვაქცინას…

-დიახ, ასეა… ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, ვაქცინამ როგორ უნდა დაგიცვას ახალ-ახალი მუტირებული ვირუსებისგან, არ ვიცი…

-ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პროცესი არ  დასრულდება, თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? რას ელოდებით?

-სამწუხაროდ, მეც ზუსტად ასეთი თვალით ვუყურებ. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მთელ კაცობრიობაზე გავლენა მოიპოვეს, ფაქტობრივად,  მთელი მსოფლიოს დამორჩილება შეძლეს. ამაზე ოცნებობდა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი თუ ადლოფ ჰიტლერი. სათავეში მოქცეულ ამ ადამიანებს ახლა არც ხმლის ქნევა და არც გასროლა არ დასჭირდათ, ეს მათ კორონავირუსის გზით  გააკეთეს. ისინი შეეცდებიან შანსი ხელიდან არ გაუშვან და მთელი მსოფლიო დამონებული ჰყავდეთ. მე სამწუხაროდ, პროცესების განვითარებას ასე ვუყურებ, თუმცა საბოლოო სიტყვა მათ არ ეკუთვნით, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის! ღმერთის ძალით ბოროტება ყოველთვის მარცხდება!

-მაგრამ გლობალიზაციას ხომ ეწინააღმდეგება ის ჩაკეტილობა და გათიშულობა ქვეყნებს შორის, რაც დღეს არის? საზღვრებჩაკეტილი, დაცალცალკევებული ქვეყნები როგორ შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს გლობალიტების ერთიანი მსოფლიოს მიზნებთან?

-მთელი მსოფლიო სახლში გამოკეტეს და ის გაუჭირდებათ, რომ ერთიანად მოუყარონ თავი? ეს დროებითია, ისევე როგორც ტრამპი ჩაანაცვლეს ბაიდენით, ძალიან მარტივად. ანუ, არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს, ხალხი  სახლებში გამოკეტეს და ის გაუჭირდებათ, რომ შეაკოწიწონ?!

ეს არ არის შავი ჭირი, რომ ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა იყოს საჭირო. სრულიად საკმარისი იქნებოდა პირბადე დახურულ სივრცეში, დიდი თავშეყრის ადგილების აკრძალვა და პატარა სოციალური დისტანცია. სრულიად ალოგიკურია კომენდანტის საათის დაწესება. ჩვენი მთავრობა არ არის ამაში კონკრეტულად დამნაშავე, გაცილებით უარესი შეზღუდვებია სხვადასხვა ქვეყნებში. ბრიტანეთში შობა გაუქმდა და სახლში სტუმრის მიყვანა ეკრძალებათ.

ეჭვი მიჩნდება, რომ ჩვენთანაც მოსულია დირექტივა, გაცილებით მკაცრი ზომები მიიღონ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ აკეთებენ. ღარიბი ქვეყანა გვაქვს და იციან, მოსახლეობა ამას ვერ გაუძლებს. მოლებში ხალხის დიდი რაოდენობა იყრის თავს, მერე იტყვიან, რომ ხალხს შეგნება არა აქვს, მოხდა ვირუსის ფართო გავრცელება და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს შეზღუდვები. ნეტავ ვცდებოდე, თუმცა დიდი ალბათობით, აქეთკენ მიჰყავთ საქმე. გაიდლაინები, პირდაპირ დირექტივები მოდის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა,  სისტემას ვერ დაუპირისპირდება, მაგრამ ვერავინ ვერ მეტყვის რა კავშირშია კომენდანტის საათი. ცხრაზე გამოდის კორონა? თუ მაღაზიები,  რესტორნები დაკეტილია, რატომ არ შემიძლია ცხრა საათის მერე სუფთა ჰაერზე გარეთ გავისეირნო?! ასევე არ ვეთანხმები ღია სივრცეში პირბადის ტარებას. ჯარიმების საკითხიც სამართლებრივად გაუმართავია. პარლამენტს ამის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსში ჯერჯერობით არაფერი შეუტანია, ამიტომ ჯარიმა პირბადის გარეშე ღია სივრცეში სიარულზე არის უკანონო. თუ ეს ადამიანები გააპროტესტებენ საოლქო სასამართლოში, ნამდვილად მოიგებენ. თუმცა ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ 20 ლარიან ჯარიმას ათიდან ცხრა ადამიანი არ გაასაჩივრებს.

ასევე არასწორია, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს. რა ქნან გაჭირვებულმა ადამიანებმა, ყველას ხომ არა აქვს ტაქსის ფული?! ჩვენს ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას ამით კიდევ უფრო ვაღატაკებთ. ბუნებრივი აირი ძვირდება, რაც  სამომსხმარებლო ფასებზე აისახება. ელექტროენერგიაც და ბენზინიც ძვირდება.  მოსახლეობას რას ვუშვებით? ვწირავთ?   მართალია სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენზე უარესი შეზღუდვებია, მაგრამ იქ  ძლიერი სოციალური პაკეტია და მოსახლეობას შიმშილის პრობლემა არ უდგას, სახელმწიფო ეხმარება. ამიტომ ერთი ერთზე შედარება არასწორია. აი, მაგალითად, კულტურის წარმომადგენლები- მსახიობები თუ მომღერლები  დაახლოებით ერთი წელია უმუშევრები დარჩნენ. გარდა ამისა, როდესაც მოლებს ხსნი და არ ხსნი ბაზრობებს, ეს რა თქმა უნდა, შერჩევითია და არასწორია. იმ ადამიანებმა რა დააშავეს ვინც ბაზრობაზე დგას? ისინი ლუკმაპურის გარეშე რჩებიან! ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ, ძალიან სუსტი ქვეყანა, გვაქვს, ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება. ერთ რამეს ვერ ითვალიწინებენ, ამგვარი შეზღუდვები ვირუსს ეფექტურად ვერ აჩერებს. გამყრელიძე გვეუბნება, ჩვენთან 65% არის პირბადის გაკეთების მაჩვენებელიო, შემდეგ  ევროპის ქვეყნების რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა, მკაცრი შეზღუდვებიაო, მაგრამ იქ  95%-ია პირბადის ტარების მაჩვენებელიო. გამყრელიძე წინააღმდეგობაში მოდის. ჯერ ერთი, საიდან დაასკვნა, რომ ჩვენთან 65%-ია. მე ვისაც ვხედავ, პირბადე ყველას უკეთია, მაგრამ დავუშვათ და ასეა. თუ იქ მძიმე სიტუაციაა და პირბადეს პრაქტიკულად ყველა ატარებს, როგორ უნდა გავიგოთ? ანუ, აზრი არა აქვს პირბადის ტარებას? თუ სიტუაცია ევროპაში არ არის მძიმე, მაშინ შეზღუდვები ტყუილად აქვთ დაწესებული?  ტესტების ჩატარების თემაც ვერ გავიგე. გაზაფხულზე თუ ტესტი დადებით პასუხს აჩვენებდა, კონტაქტებს იკვლევდნენ და საზოგადოებას კლასტერებად  ჰყოფდნენ. ახლა ათასობით დაინფიცირებული  გვყავს და  რა მიზანს ისახავს  ტესტირება გარდა იმისა, რომ  ტელემედიით გამოვიდნენ და ტესტირების სტატისტიკის გამოცხადებით ხალხი დაზაფრონ და შეზღუდვების დაწესება გაამართლონ.  სხვა აზრი ტესტების ჩატარებას ახლა არა აქვს. ხალხი მკურნალობას სახლში აგრძელებს  და თუ გაურთულდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაჰყავთ საავადმყოფოში.

-შობის ღამეს კომენდანტის საათი მოხსნილია, თუმცა ზიარების წესისის შეცვლაზე საუბარი ისევ განახლდა.  ხომ არ ელოდებით ეკლესიის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას?

-აღდგომას  ეკლესიამ და მრევლმა შეტევას  ღირსეულად გაუძლო! დიდი სურვილის მიუხედავად, არანაირი ეკლესიიის კლასტერის არ გაჩენილა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.  მასირებული შეტევა ეკლესიაზე ისევ გრძელდება. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შობამდე და შობის შემდეგ სასულიერო პირებს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ ტაქსის მძღოლებთან ერთად. თუ ეკლესიას სავალდებულო ტესტირებას ჩაუტარებენ, მოსახლეობას ვაქცინას ვერ დაგავალდებულებენ? ასევე დაიწყო საუბარი ზიარების წესის შეცვლაზეც. მოვუწოდებ მართლმადიდებელ ეკლესიას არ დათანხმდნენ ხელისუფლების და ეკლესიის მტრების ამ ვერაგობას! დაგვიძახეთ და ყველანი მანდ გავჩნდებით!

 

1

You may also like

დატოვეთ კომენტარი